მერაბ დვალიშვილმა სავარაუდო მეტოქეები დაასახელა
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, მომავალი მეტოქის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
4 ბრძოლის ჩატარება მინდოდა, მაგრამ წელს 3 მეტოქე მეყოლება. შემდეგი ბრძოლა ივნისში ჩაინიშნება.
სავარაუდოდ, ჩემი მომავალი მოწინააღმდეგე პიტერ იანი ან შონ ო'მალი იქნება.
რა თქმა უნდა, UFC-ს აწყობს, რომ ო'მალის შანსი მისცეს, რადგან ჩემპიონი იყო და სუპერსტარია. იანზე კი ვიცით, რომ კარგი სერია აქვს და ისიც ყოფილი ჩემპიონია. - მერაბ დვალიშვილი
დვალიშვილმა 18 იანვარს უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ტიტული დაიცვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში 12 გამარჯვება და 2 მარცხია.