Belive

"ჯერ კაცი უნდა იყო. კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ არა კარგი კაცი" - მერაბ დვალიშვილი

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება 18 იანვარს UFC 311-ზე კალიფორნიაში შედგება.

ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე მის მომავალ მეტოქეზე ისაუბრა:

როდესაც მას შევხვდი, პატივისცემა გამოვხატე, ხელი ჩამოვართვი, ვუთხარი კიდეც, რომ ერთ დღესაც მას დავუპირისპირდებოდი. მან საუბარი დაიწყო ინტერნეტში, ნამდვილი კაცები ამას არ აკეთებენ. ეს დაპირისპირება კი ჩემთვის ძალიან პირადულია.

ეს რთული ბრძოლა იქნება, რადგან ის კარგი მებრძოლია, მაგრამ მას ისევე როგორც სხვებს სატიტულო ბრძოლა არ დაუმსახურებია. ამისთვის, რომ იჩხუბო საუკეთესო მებრძოლები უნდა დაამარცხო. მე მაყურებლებს და UFC-ის იმას მივცემ რისი ნახვაც სურთ.

ჯერ კაცი უნდა იყო. კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ არა კარგი კაცი. ნაგავი ხარ. შენ ხარ ნაგავი. მატყუარა ხარ. ჩემი პატივისცემა დაკარგე. როგორც კაცი, ჩემი პატივისცემა დაკარგე. ნამდვილი კაცები სხვებზე ინტერნეტში არ საუბრობენ. ვინ ხარ? ვინ ჯანდაბა ხარ? მე ქამარზე ვიბრძვი, ჩემპიონი ვარ! ამდენს როგორ ბედავ? საჩუქარი გაგიკეთეს და იყავი მადლობელი!
- მერაბ დვალიშვილი