"მარცხის მიუხედავად, ქართველები არ ტყდებიან" - UFC-ს მებრძოლები დვალიშვილზე
მერაბ დვალიშვილი UFC 323-ის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
სუპერმსუბუქი წონის გამორჩეულ ჩემპიონს, ძალიან ცოტა დააკლდა ისტორიის დაწერასთან და 1 კალენდარულ წელში ქამრის ოთხჯერ დაცვასთან. დღეს იანი უკეთესი იყო და მერაბის ფენომენალური სვლაც დროებით შეჩერდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, UFC-ს მებრძოლები დვალიშვილის ბრძოლას გამოეხმაურნენ - გიგა ჭიკაძე კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მერაბი გაამხნევა.
Merab, you are one of the greatest to ever step into this cage. Congratulations. Petya you deserve it #UFC323
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) December 7, 2025
მერაბ, ერთ-ერთი საუკეთესო ხარ მათ შორის ვისაც კი გალიაში ოდესმე ფეხი დაუდგამა. პეწია, გილოცავ, დამსახურებული გამარჯვება იყო - ისლამ მახაჩევი.
მარცხისა თუ ფრის შემთხვევაში ქართველები არ ტყდებიან. ეს კაცი დიდების დარბაზის წევრია და უსწრაფესად დაბრუნდება - გიგა ჭიკაძე.
დღის მთავარი მოვლენა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლაა - ბელალ მუჰამადი.
წარმოუდგენლად მაგარი მთავარი ბრძოლაა. ვულოცავ ახალ ჩემპიონს - ჯოშ ემეტი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. დვალიშვილმა სხვადასხვა ეტაპზე, წონის 5 ჩემპიონი დაამარცხა და 2025 წელს 4 სატიტულო ბრძოლა გამართა.