მერაბ დვალიშვილი: ,,ვიცი, რომ შონ ო'მალის დამარცხება შემიძლია!''
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შონ ო'მალისთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა:
,,ოცნებები ხდება! შონ ო'მალისთან ქამრისთვის ვიბრძვი. ვიცი, რომ მისი დამარცხება შემიძლია! ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავე. ეს თქვენთვის ძალიან კარგი ბრძოლაა და დიდ სიამოვნებას მიიღებთ.
მადლობა ღმერთს და მადლობა UFC-ს! უკვე პოპულარული ვარ და ვცდილობ, თავმდაბალი ვიყო. ხალხისგან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ და სრულ მზადყოფნაში ვარ. ეს ჩემთვის მორიგი ნაბიჯია და ყველაფრისთვის მზად ვარ.
უკვე 3 ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე და თუ ისევ გავიმარჯვებ, შონ ო'მალი მე-4 იქნება. UFC-ის ჩემპიონობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!'' - მერაბ დვალიშვილი
15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში, ,,სფეროს'' არენაზე, შონ ო'მალის წინააღმდეგ ქამრისთვის იბრძოლებს.
გამარჯვების შემთხვევაში, 33 წლის მებრძოლი ილია თოფურიას შემდეგ UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდება.