მერაბ დვალიშვილი UFC 299-ზე მთავარი ბრძოლის დამზღვევი იქნება
ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC 299-ზე მთავარი ბრძოლის დამზღვევი იქნება. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ქამრის მფლობელი, შონ ო'მალი და მარლონ (ჩიტო) ვერა დაუპირისპირდებიან.
ო'მალისა და ვერას ბრძოლა 10 მარტს, მაიამიში, UFC 299-ზე უნდა შედგეს და ეს "ივენთის" დასკვნითი ნაწილი იქნება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერია და ჩემპიონობის პრეტენდენტიც, თუმცა ჰენრი სეხუდოსთან გამარჯვებამდე, ორგანიზაცია მას სატიტულო ბრძოლის შანსს არ აძლევდა. მაიამიში ის წონას ჩააბარებს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სპორტსმენი ბრძოლას ჩაეხსნება, ოქტაგონზე ქართველი მებრძოლი გავა.
დვალიშვილმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება 18 თებერვალს მოიპოვა, ასე რომ, თუ მას შანსი მიეცა, გამოვა, რომ სატიტულო ბრძოლას, უკანასკნელი ჯახიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში ჩაატარებს.