Belive

ილია თოფურიამ შონ ო'მალის გამოწვევას უპასუხა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

შონ ო'მალიმ სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეკვადორელი მარლონ (ჩიტო) ვერა დაამარცხა. ბრძოლის ბოლოს ო'მალიმ ზედა დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია გამოიწვია და UFC-ის პრეზიდენტს სთხოვა, ეს დაპირისპირება ესპანეთში ჩატარდეს.

სოციალური ქსელის საშუალებით, ილია თოფურიამ ო'მალის გამოწვევას პასუხი მალევე გასცა:

შუგა, გილოცავ.. მშვენიერი ბრძოლა იყო! შემდეგი ჩხუბი მერაბთან გელოდება... ჯერ ეს გააკეთე - წერს თოფურია X-ზე

შეგახსენებთ, რომ დანა ვაითმა მერაბ დვალიშვილს პირობა მისცა, რომ მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნებოდა, ამიტომ, ყველანაირი ლოგიკით, მერაბი ჩიტო ვერასა და ო'მალის შორის გამარჯვებულს საკუთარ ოპონენტად მოიაზრებდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელსაც მერაბიც ესწრებოდა, მან განაცხადა, რომ ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რომ "შუგამ" მისი სახელი არ ახსენა და სხვა მებრძოლი გამოიწვია.

სხვა სტატიები