"მეგონა კონტროლი დავკარგეთ, მაგრამ ასე არ იყო" - ანჩელოტი ნორვეგიასთან შეცდომებზე ალაპარაკდა
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე 1/8-ფინალში წაგება და ტურნირზე გამოსვლა შეაფასა.
"ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება ხელიდან ნორვეგიასთან მატჩის დროს, წყლის პაუზის დროს გავუშვით.
რატომ? იმიტომ, რომ ამ მომენტამდე გუნდი თამაშს აკონტროლებდა. ასევე ფაქტია, რომ ნორვეგია ბურთს თავის ნახევარზე დიდხანს აკონტროლებდა, მოგვიანებით ისინი ინგლისის წინააღმდეგაც ზუსტად ასევე თამაშობდნენ. ისინი აკონტროლებდნენ მსვლელობას და შეიძლებოდა მოეგოთ კიდეც.
შესაძლოა, ჩემი შეცდომა სწორედ ეს იყო: მეგონა, რომ გუნდმა თამაშზე კონტროლი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ასე არ ყოფილა.
რამდენიმე ცვლილება გავაკეთე, რის შემდეგაც ერლინგ ჰოლანდისგან გოლები მივიღეთ", - ამბობს კარლო ანჩელოტი.
ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი სარეკორდო მეხუთე ჯერზე ბოლოს 2002 წელს მოიგო, მას შემდეგ ყველაზე შორის "სელესაო" 2014 წელს, საშინაო მუნდიალზე, ნახევარფინალში გავიდა, სადაც გერმანიასთან (1:7) წააგო.