"მე მიყვარს ჩაკვეტაძე - ის ჩვენი ბოსია" რას წერენ უოტფორდის ფანები გიორგიზე?
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პრემიერშიპი ორი ტურია დაიწყო და გიორგი ჩაკვეტაძე უკვე გამორჩეულია. პირველ ტურში გოლს, ჩაკვემ მეორე ტურში შესრულებული ასისტი დაამატა და თავისი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
რა თქმა უნდა გიორგის ეს წარმატება ჩვენთან ერთად "უოტფორდის" ფანებსაც ახარებთ, რომლებიც სოციალურ ქსელებში საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.
"ჩაკვეტაძე, ეს რა მაგარი ფეხბურთელია!"
"მე მიყვარს ჩაკვეტაძე!"
"როგორც კი შეძლებთ აუცილებლად მიეცით პასი ჩაკვეტაძეს!"
"სტოკთან ის ყველას ერთი თავით სჯობდა"
"ვიკერიჯ როუდი ჩაკვეს ფეხზე წამოუდგა!"
"ჯანდაბა, ის ბრწყინვალეა!"
"ჩაკვეტაძე ჩვენი ბოსია, სივრცეებს იდეალურად იყენებს"
მომდევნო მატჩი "უოტფორდს" 24 აგვისტოს, "დერბის" წინააღმდეგ ელის.