Belive

რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ სტოკთან მატჩში?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის მეორე ტურის მატჩში გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" შინ, "ვიკერიჯ როუდზე" "სტოკს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. ჩაკვეტაძის გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა, დუბლი ედო კაიემბემ შეასრულა, ხოლო ერთი გოლი რაიან ენდრიუსმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი, რომელმაც მოედანზე 84 წუთი გაატარა და მოედანზე დუბლის ავტორის შემდეგ საუკეთესო იყო. 84-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მოედანი ფეხზე წამომდგარი ფანების აპლოდისმენტების ფონზე დატოვა.

Whoscored-ის ვერსიით ჩაკვეტაძის შეფასება 8.2 იყო, ამდენივეთი შეაფასა მისი თამაში Sofascore-მაც. ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 31/36 პასი შეასრულა (86% სიზუსტე), კარისკენ ერთხელ დაარტყა და ერთი ასისტიც მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ პირველ ტურში გოლიც გაიტანა. ორი ტურის შემდეგ "უოტფორდი" 6 ქულით ლიდერთა შორისაა. ტომ კლევერლის გუნდი მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, შინ "დერბის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები