Belive

მძიმე ტრავმა: იური ტაბატაძემ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, იური ტაბატაძემ ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.

26 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში, ალბასეტესთან სტუმრად (0:1) წაგებულ მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ, 10 წუთი ითამაშა და ტრავმა მიიღო.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმის დეტალები დაზუსტდა და ქართველი ფეხბურთელს ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება, რეაბილიტაციისთვის კი 6-დან 9 თვემდე პერიოდი სჭირდება.

იური ტაბატაძეს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი უდგას და კადისის შემადგენლობაში ამ სეზონში 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, 6 გოლი გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

22 ტურის შემდეგ დაგროვებული 34 ქულით კადისი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს 24 იანვარს, ლუკა გაგნიძის გრანადასთან, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები