"მატჩის წინ გვეცოდინება, ითამაშებს თუ არა" - ოთარ კიტეიშვილს ტრავმა აწუხებს
21 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილი მცირე დისკომორტს გრძნობს და გრაცის შტურმს ვერ ეხმარება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, ფაბიო ინგოლიჩი ქართველი ფეხბურთელის ტრავმის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფერი უახლოესი მატჩის წინ ჩასატარებელ ვარჯიშზე გაირკვევა.
"ოთარ კიტეიშვილმა ამ კვირაში გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობა მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო, უნდა დაველოდოთ მატჩისწინა ვარჯიშს, რათა გავარკვიოთ, იქნება თუ არა იგი მატჩის განაცხადში მოსახვედრად მზად", - ფაბიო ინგოლიჩი.
ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულია. საქართველოს ნაკრები 25 და 28 სექტემბერს საშინაო კედლებში, შესაბამისად ჩრდილოეთ ირლანდიასა და უკრაინასთან ითამაშებს, ხოლო 2 და 5 ოქტომბერს უნგრეთსა და ჩრდ. ირლანდიას სტუმრად შეხვდება.