Belive

ისევ სერია A-ში: საბა საზონოვს ტორინო იჯარით გაუშვებს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს. "ტორინო" 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს წარმომადგენელ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით გაუშვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პოპულარული იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. მისი ცნობით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელი, პიეტრო პელეგრი "ემპოლის" შეუერთდებიან, მათ ამ ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადეს. მათთან ერთად, "ემპოლი" 5 მილიონ ევროს მიიღებს, რაც "ტორინოსგან" სებასტიან ვალუკევიჩის გადაბირებას და მასთან კონტრაქტის 5 წლით გაფორმებას მოხმარდება.

"ემპოლიში" ამჟამად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ასევე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, 20 წლის საბა გოგლიჩიძე ირიცხება. ამ იტალიურ გუნდში ქართველი ფეხბურთელების გადაბირება მიღებული პრაქტიკაა, აქამდე "ემპოლიში" ლევან მჭედლიძეს, ირაკლი შეყილაძესა და რომან ჭანტურიას უთამაშიათ.

2024/25 წლების სეზონი "ემპოლიმ" "მონცასთან" ფრითა და "რომასთან" გამარჯვებით დაიწყო და ორი ტურის შემდეგ 4 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სხვა სტატიები