Belive

მარტინ ოდეგორი: "საქართველოსთან მატჩი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია - მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა და კაპიტანმა, მარტინ ოდეგორმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა.

"თუ დარჩენილ შეხვედრებს მოვიგებთ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. თუმცა ახლა, ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვიდრე ამას ველოდით.

უნდა შევეცადოთ, რომ მოვიგოთ დარჩენილი მატჩები და შემდეგ ვნახავთ თუ რა იქნება კიდევ საჭირო.

ვისურვებდი, რომ ეროვნულ გუნდში უფრო მეტი გოლი გამეტანა, მაგრამ არ მინდა, ამ თემას ძალიან ჩავუღრმავდე, რადგან მთავარია გუნდი და ნორვეგია.

ჩვენ უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა მოვახერხეთ და ამას უფრო კარგად უნდა დავაკვირდეთ. განვვითარდით და გავუმჯობესდით, მაგრამ რამდენიმე დიდი შანსი გავუშვით ხელიდან, თუმცა სწორედ ასეთ დროს უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შანსები უნდა გამოვიყენოთ და უფრო ეფექტურები გავხდეთ. თუ პროგრესს გავაგრძელებთ, ვფიქრობ გარკვეული დროის შემდეგ ისეთ თამაშის სტილს ავაშენებთ, რომლის დახმარებითაც ზღვრების გარღვევას და ახალ ეტაპზე გადასვლას მოვახერხებთ.

საქართველოს ნაკრებთან მატჩი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. არცერთი ჩვენგანი არ დანებებულა და მატჩს მაქსიმალური მოტივაციით ვხვდებით", - თქვა ლონდონის "არსენალის" მეათე ნომერმა. - თქვა ლონდონის "არსენალის" ნახვარმცველმა.

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის ეგიდით გასამართი მატჩი 11 სექტემბერს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები