Belive

"მამარდაშვილი საუკეთესო თავდამსხმელის წინააღმდეგ" - as-ი ნორვეგია-საქართველოს მატჩს ეხმაურება

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება as-ი, ნორვეგიისა და საქართველოს ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასამართი მატჩის წინ, გიორგი მამარდაშვილისა და ერლინგ ჰოლანდის დუელის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

 

"ვალენსიას" მეკარე დღეს საღამოს ჰოლანდის ნორვეგიას დაუპირისპირდება. ესპანეთთან გაშვებული შვიდი გოლის შემდეგ ისინი ამ მომენტისთვის საუკეთესო თავდამსხმელს სტუმრობენ.

წინა პარასკევი საღამო გიორგი მამარდაშვილის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოდგა, თუმცა ის შეეცადა, რომ თავისი მოგერიებებით ნაკრებისთვის ესპანეთთან დიდი ანგარიშით მარცხი აერიდებინა. მან საამისოდ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ 7 გაშვებული გოლით მატჩის დასრულება მარტივი არ არის.

ახლა საქართველოს ნაკრები ნორვეგიას სტუმრობს. სკანდინავიელებს თავის მხრივ, განსაკუთრებულად ძლიერი ნაკრები არ ჰყავთ, მაგრამ ამ მომენტისთვის საუკეთესო თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ეყოლებათ.

"კიბორგს" ამ სეზონში ნათამაშებ არასრულ 500 წუთში უკვე ექვსი გოლი აქვს გატანილი. ის ყნოსვაგაძლიერებული მტაცებელია, რომელიც "ვალენსიას" მეკარეს გამოცდის. ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ, ცხადია ისეთ ნაკრებთან თამაში ჯობდა, რომელსაც ჰოლანდის მსგავსი თავდამსხმელი არ ეყოლებოდა. ფორვარდი გიორგი მამარდაშვილს საქმეს ურთულებს.

"ვალენსიას" მეკარის პოზიციაზე მამარდაშვილს კონკურენცია არ აქვს. გასულ სეზონში თითქმის სრულად ითამაშა და ახლაც იმავე გზას ადგას. მხოლოდ კოპა დელ რეიზე შესაძლოა ჟაუმე დომენიკის თამაში. შაბათს მას მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩი უწევს და თუ ეროვნულ გუნდთან ერთად კარგ თამაშს ჩაატარებს, შეძლებს უფრო მოტივირებული დაბრუნდეს და მძიმე მარცხი დაივიწყოს", - წერს as-ი.

27 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისში" 2022 წლის 9 ივლისს ჩაირიცხა და მას შემდეგ ჩატარებულ 36 მატჩში 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და ქვეყნის ჩემპიონის და სუპერ თასის ტიტულს დაეუფლა.

სხვა სტატიები