"მამარდაშვილი ნამდვილად მიესალმებოდა ამ ვარიანტს" - ფაბრიციო რომანო
"ვალენსიას" ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე საუბრები უფრო და უფრო იმატებს, ყველაზე რეალური ვარიანტი, დღეს და ბოლო კვირის განმავლობაში "ლივერპულია". უახლეს ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო თავის არხზე გვამცნობს. მისი თქმით "ლივერპულს" გიორგი მამარდაშვილის შეძენა და შემდეგ იჯარის წესით გაშვება შეუძლია.
"ლივერპულს" შეუძლია, რომ მამარდაშვილი შეიძინოს, ხელი მოაწერინოს კლუბთან და შემდეგ იჯარით გაუშვას.
ახლა ყველაფერი "ლივერპულზეა" დამოკიდებული, მათ უნდა გადაწყვიტონ უნდათ თუ არა 30 მილიონი ევროს (25.7 მილიონი ფუნტი) გადახდა. გიორგი მამარდაშვილის ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ ალისონის შემდეგ სწორედ ის გახდება ინგლისური კლუბის მომავალი მეკარე.
მნიშვნელოვანი დეტალი მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მამარდაშვილი ნამდვილად მიესალმებოდა ამ ვარიანტს. - ფაბრიციო რომანო - სპორტული ჟურნალისტი
ბრიტანული გამოცემა, Paisleygates ფაბრიციო რომანოს ვიდეოს ეხმაურება და გიორგი მამარდაშვილზე წერს:
25,7 მილიონი ფუნტი ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელისთვის, თან ასაკის გათვალისწინებით, რომელიც 23 წლისაა კლუბისთვის სამომავლოდ კარგი გათვლა იქნება, რადგან აშკარაა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ თავისი უნარებით და გამოცდებით სათამაშო ფორმას იუმჯობესებს.
მამარდაშვილი კარიერის ისეთ ეტაპზეა, როდესაც მზად არის იყოს ნომერ პირველი მეკარე "ლივერპულში". არც ის არის ცუდი ვარიანტი, რომ იყოს ნომერ მეორე მეკარე. ორიოდე წლის იჯარით გასვლის შემდეგ, ქართველი მზად იქნება, რომ გუნდში ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდეს.
მამარდაშვილი სამომავლოდ დიდ კლუბში ითამაშებს, "ლივერპულისთვის" კი მისი გაფორმება შესანიშნავი ინვესტიცია იქნება, ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი აპირებენ თუ არა 23 წლის ფეხბურთელის შეძენას. - Paisleygates გიორგი მამარდაშვილზე
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ლივერპულმა" სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. მერსესაიდელები ახლოს არიან მარტინ სუბიმენდის გაფორმებასთან, ასევე ისინი ინტერესდებიან ადრიენ რაბიოს ტრანსფერით, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. ბოლო დროს გავრცლებული ინფორმაციით "ლივერპული" "ატალანტას" ნახევარმცველის, ტეუნ კოპმაინერსის მიმართაც იჩენს ინტერესს, რადგან ფეხბურთელი "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.