Belive

,,მადლობა, ლიპო!'' - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლიპარტელიანს პოსტი მიუძღვნა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

35 წლის ასაკში ქართული ძიუდოს ლეგენდამ, ვარლამ ლიპარტელიანმა, კარიერა დაასრულა.

ლიპოს გადაწყვეტილებას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,მადლობა, ლიპო!'' - წერია ფედერაციის პოსტში, სადაც ქართველი ძიუდოისტის მიღწევებიცაა ჩამოთვლილი.

ვარლამ ლიპარტელიანს დიდ ტურნირებზე არაერთი მედალი აქვს მოპოვებული, ლიპო ევროპის სამგზის ჩემპიონია, გარდა ამისა, მის ანგარიშზე ოლიმპიურ ვერცხლთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს 3-3 მედალია.

სხვა სტატიები