ლუკა პარკაძე ბაიერნმა რეგიონალური ლიგის გუნდში გაანათხოვრა
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ლუკა პარკაძე, მიუნხენის "ბაიერნიდან" იჯარის წესით, გერმანიის რეგიონალური ლიგის წარმომადგენელ "ალტგლინიკეში" ითამაშებს.
"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მიუნხენის "ბაიერნიდან" კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. ასევე, მათ მადლობას ვეუბნებით თანამშრომლობის კარგად გაგრძელებისთვის", - ამბობს გუნდის სპორტული დირექტორი, ტორსტენ მატუშკა.
ლუკა პარკაძე 19 წლის ნახევარმცველია, რომელიც "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი გახლავთ და 2023 წელს "ბაიერნს" შეუერთდა. ის აქამდე ავსტრიის რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე "ადმირას" შემადგენლობაში იყო განათხოვრებული. საიჯარო ხელშეკრულება ახალ გუნდთან 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს და ამის შემდეგ, ის "ბაიერნში" უნდა დაბრუნდეს.
ლუკა პარკაძეს საქართველოს 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში საერთო ჯამში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი (17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში) გატანილი.