ლუკა ლოჩოშვილი გიორგი კვერნაძის გუნდთან მატჩში ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, იტალიის სერია B-ს მე-14 ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. "კრემონეზეს" მეტოქე ამ მატჩში "ფროზინონე" იქნება, ანუ ერთმანეთს ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდი უნდა შეხვდეს.
გიორგი კვერნაძის გუნდთან მატჩში ლუკა ლოჩოშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, რომელიც მას წინა ტურში, "მანტოვასთან" (1:3) წაგებულ მატჩში მიღებული ორი ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათის გამო მისცეს.
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი ფეხბურთელი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. ასევე, მეტოქე გუნდიც დაისაჯა: მიზეზი მათი გულშემატკივრების მხრიდან პირო ტექნიკის გამოყენება და მოედანზე გადაყრაა.
ლუკა ლოჩოშვილის გუნდი სერია B-ში მეხუთე ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში იმყოფება. "ფროზინონესთან" მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება.