Belive

"დავითაშვილს წინსვლა სურს და ლიგა 2-ში თამაშს არ აპირებს" - მედია ქართველის ტრანსფერზე საუბრობს

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

football365-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი გუნდის შეცვლას აპირებს და სენტ-ეტიენის გასულ მატჩებში ამიტომ არ უთამაშია.

"სენტ-ეტიენს სურს, რომ ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნების ხარჯზე იბრძოლოს, მაგრამ ყველა მათგანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგალითად, ზურიკო დავითაშვილი.

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც 2022-დან 2024 წლამდე ბორდოს შემადგენლობაში ლიგა 2-ში უკვე ითამაშა, ამ ჩემპიონატში დაბრუნება არ სურს.

24 წლის ფეხბურთელს წინსვლა სურს და ლიგა 1-ში ან სხვა ევროპულ გუნდებში გადაბარგებას განიხილავს.

გასულ ორ ამხანაგურ მატჩში თამაშზე უარის თქმით, ზურიკო დავითაშვილს სურს, რომ ხელმძღვანელობას მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს. მით უმეტეს მაშინ, რომ მისი დამატებით რენი, სტრასბურგი, სევილია, ევერტონი და მიუნხენგლადბახის ბორუსია ინტერესდება", - წერს football365.

ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი ლიგა 1-დან დაქვეითდა, ქართველი ფეხბურთელი კი გუნდის ლიდერი გახლდათ და სეზონში 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები