Belive

ლუკა გაგნიძე: "საქართველოს ნაკრებს შეუძლია თავი მთელ მსოფლიოს გააცნოს"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ლუკა გაგნიძემ ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებისა და ქართულ ფეხბურთში ახალი თაობის წარმატებული გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

"ახლა საქართველოს ძალიან ძლიერი ახალგაზრდობა, კარგი თაობა ჰყავს. ევროპის უმაღლესი დონის ლიგებში ბევრი მოთამაშე გვყავს.

საქართველოში მართლაც ბევრნი არიან ნიჭიერი ბიჭები, რომლებსაც ეძლევათ თამაშის და განვითარების საშუალება. ჩემი აზრით, ახლა ქართული ფეხბურთი ახალგაზრდებისთვის უფრო ღია გახდა.

სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დიდ ტურნირზე ვითამაშებთ. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილზე ვართ - შეგვიძლია პირველი პოზიცია დავიკავოთ. ამისთვის ვიბრძვით და ვიცით, რომ ჩვენთან მეტოქეებს ძალიან გაუჭირდებათ.

ჩვენ ასევე გვაქვს მეორე შანსი, რომ ევრო 2024-ზე ერთა ლიგის მეშვეობით მოვხვდეთ. ასე რომ, დიახ, მიმაჩნია, რომ ჩვენი გუნდი მზადაა, თავი მთელ მსოფლიოს გააცნოს", - თქვა საქართველოს ნაკრების და მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ნახევარმცველმა.

საქართველოს ნაკრები უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 3 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 4 ქულით, მეორე პოზიციას იკავებს და პირველ და მესამე ადგილზე მყოფ ნაკრებებთან, შესაბამისად, ესპანეთსა და ნორვეგიასთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება უეფას ერთა ლიგას, C დივიზიონში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალშია გასული.

სხვა სტატიები