Belive

"კიევის დინამო წიტაიშვილს ზაფხულში გაუშვებს" - უკრაინული მედია

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინული მედია საშუალება dynamomania, რომელიც კიევის "დინამოს" სიახლეებს აქტიურად აშუქებს, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, კიევურ გუნდს დატოვებს.

"2023 წლის ივლისში გიორგი წიტაიშვილი "დინამო ბათუმში" გადავიდა, გოლების გატანა მოახერხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2024 წლის სეზონში მას უკვე 4 საგოლე პასი აქვს და ამ კომპონენტში ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ის ხშირად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, ევრო 2024-ზე კი საქართველოს ნაკრებთან ერთად გაემგზავრება.

ზაფხულში, საიჯარო ხელშეკრულება სრულდება და გიორგი კიევის "დინამოს" უბრუნდება. მან ინტერვიუში თქვა, რომ ომის დროს უკრაინაში დაბრუნება არ სურს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ გიორგი წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატზე თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდს შეიცვლის. მისი კონტრაქტი ან გამოსყიდული იქნება, ან მორიგ იჯარას ვიხილავთ, ან თავისუფალი აგენტის სტატუსით კიევიდან წავა", - წერს dynamomania.

გიორგი წიტაიშვილის კონტრაქტი კიევის "დინამოსთან" 2025 წლის 30 ივნისს იწურება.

სხვა სტატიები