ლუკა გადრანი ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს შეუერთდა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი ცენტრალური მცველი, ლუკა გადრანი კარიერას ყაზახეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, ალმათის "კაირატში" გააგრძელებს.
26 წლის ფეხბურთელისთვის ეს კარიერაში მესამე ყაზახური გუნდი იქნება - აქამდე ის "თარაზისა" და "აქტობეს" შემადგენლობაში თამაშობდა. "აქტობეში" ის მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და ევროპის კონფერენს ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩატარებულ ორმატჩიან დუელშიც მიიღო მონაწილეობა (1:4, 1:2 - 5:3 ყაზახების სასარგებლოდ).
ლუკა გადრანის ახალი გუნდი ყაზახეთის სამგზის ჩემპიონი, ქვეყნის თასის 10-გზის გამარჯვებული და ორჯერ სუპერ თასის მფლობელია.