ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი: "საქართველოსთან მტკივნეული მარცხი უნდა გამოვასწოროთ"
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოსთან ისტორიული მატჩის წინ, ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელი, ტომაშ ჰოლეში კომენტარს აკეთებს.
"ვერ ვიხსენებ მატჩს, რომელშიც ტომას სოუჩეკს არ უთამაშია. ის ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. სხვა ფეხბურთელებიც ვერ გვეხმარებიან, მაგრამ გვყავს კარგი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მათი როლი მოირგონ.
გვახსოვს თბილისში მტკივნეული წაგება და გვსურს, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს და შევეცდებით, რომ მათი შეჩერება შევძლოთ.
გამორჩეულად ძლიერი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას პირისპირ თამაში მომიწევს, კონკრეტულ ასპექტებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ტაქტიკურად ის კარგად გვყავს შესწავლილი და ამ ცოდნის გამოყენებას მაქსიმალურად შევეცდებით. - ამბობს ტომაშ ჰოლეში.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს სტუმრად, 19 ნოემბერს, ოლომოუცში, "სიგმას" სტადიონზე შეხვდება.