ლუის ენრიკე: "კვარა ინტელექტუალური ფეხბურთელია, თავისუფლება უნდა მივცეთ და დავაფასოთ მისი უნარები"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და ქართველის გუნდთან ადაპტირების ეტაპებზე საუბრობს.
"ჩვენ ვცდილობთ ხვიჩა კვარაცხელიას საჭირო ინფორმაცია ვარჯიშებისა და მატჩების დროს მივაწოდოთ. ეს არის ჩვენი მიზანი.
ის უკვე ძალიან ინტელექტუალური მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია მოერგოს სხვადასხვა სათამაშო სტილს.
მან უნდა იზრუნოს იმაზე, თუ როგორ მოერგოს სათამაშო სტილს, ჩვენ კი თავისუფლება უნდა მივცეთ. პატივი უნდა ვცეთ მის შესაძლებლობებს და გამოვიყენოთ ისინი", - ამბობს ლუის ენრიკე ლიგა 1-ში "ლილთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლის გატანა, 3 საგოლე პასის გაკეთება და პენალტის მოპოვება შეძლო.
"პსჟ" "ლილს" 2 მარტს, საშინაო კედლებში შეხვდება, მატჩი თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.