Belive

ლიზი და ნანა ლობჟანიძეები გერმანიაში ითამაშებენ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველი ფრენბურთელები - ლიზი და ნანა ლობჟანიძეები, პროფესიონალურ საკლუბო კარიერას გერმანიაში გააგრძელებენ. ფრენბურთელები გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე "ნავარო სტრაუბინგის" ღირსებას დაიცავენ. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. 

23 წლის ლიზი ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს ფრენბურთის ნაკრების წევრია, "ნავარო სტრაუბინგში" 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 15 წლის ნანა ლობჟანიძე, რომელიც საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრების წევრია, "ნავარო სტრაუბინგის" ასაკობრივ გუნდში იასპარეზებს. 

უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ "სტრაუბინგში" ჩემს დასთან ერთად ვითამაშებ. ამ გუნდში განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რომელიც უდიდეს სარგებელს მომიტანს. - ნანა ლობჟანიძე

სხვა სტატიები