"ლივერპულის, სიტის, რეალისა და ბარსას რადარზე უნდა იყოს" - თურქული ფეხბურთის ლეგენდა დავითაშვილზე
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, თურქეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლის გატანა ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია თურქული ფეხბურთის ლეგენდას - ნიჰატ კაჰვეჩიმ ზურიკო დავითაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს წამყვანი კლუბების სატრანსფერო რადარზე უნდა იყოს.
ზურიკო დავითაშვილის თამაშიდან გამომდინარე, ლივერპულის, მანჩესტერ სიტის, რეალისა და ბარსელონას სატრანსფერო რადარზე უნდა იყოს - ნიჰატ კაჰვეჩი.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.