დღეს დიუსელდორფის გრანდ სლემის ბოლო დღეა, სადაც -90, -100 და +100 წონით კატეგორიები ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა თავისი პირველი დაპირისპირება ბულგარელ დანიელ დიჩევთან გამართა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ლაშა ტაველური (-100) უკვე გამოეთიშა ტურნირს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90) კი ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოახერხა.
+100 წონით კატეგორიაში, ონისე ბუღაძე მე-2 ეტაპზე იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდა და დამარცხდა.
სამწუხაროდ, თავისი ბრძოლა წააგო ლევან მატიაშვილმაც (+100). ქართველმა ძიუდოისტმა მე-2 ეტაპზე ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან ვერ მოიგო.