Belive

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 29 აგვისტოს, იაპონიაში გასამართი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას -90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი იცავს. 23 წლის ბექა ღვინიაშვილი ამ წონის ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად იგი განთესილი იყო. ბექა ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ინდოელი – დევიალ აია მისტრი იყო. ბექა ღვინიაშვილმა ინდოელი მეტოქე მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი ჰოლანდიელ – იესპერ სმინკსა შეხვდა. ბექა ჰოლანდიელ მეტოქესთან ოქროს დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.  

სხვა სტატიები