Belive

ლიონში გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლიონში, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სახლი გაძარცვეს.

როგორც ირკვევა, მაშინ, როცა 24 წლის ქართველი ცენტრალური ფორვარდი ლიონის "ოლიმპიკის" შემადგენლობაში, "ნიცასთან" (4:1) მოგებულ მატჩში მონაწილეობას იღებდა, მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ. 1 დეკემბრის საღამოს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის სახლში ორი ნიღბიანი მძარცველი შეიჭრა და ძვირადღირებული ნივთები მოიპარა, რომლის საერთო ღირებულებაც 250 000 ევროს აღწევს.

ქართველი ფეხბურთელის გარდა, ცოტა ხნის წინ, "ლიონის" სხვა ფეხბურთელებს იგივე შეემთხვათ: აქამდე, ნიკოლას ტალიაფიკოსა და დეიან ლოვრენის სახლები გაძარცვეს.

გიორგი მიქაუტაძეს, "ლიონის" შემადგენლობაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები