Belive

ლიონმა შეთავაზება მიიღო: მიქაუტაძის დამატება ლა ლიგის და პრემიერ ლიგის გუნდებს სურთ

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლებელია 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი შეიცვალოს.

ამის შესახებ ინფორმაციას გასული დღეების განმავლობაში ევროპული მედია ავრცელებს და ამბობს, რომ გუნდში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ოლიმპიკი ლიდერების გაყიდვას აპირებს, მათ შორის მალიკ ფოფანას და გიორგი მიქაუტაძის.

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, ლიონმა საწყისი შეთავაზებები უკვე მიიღო, გიორგი მიქაუტაძის დამატებას ლა ლიგის წარმომადგენელი ვილიარეალი ცდილობს, რომელსაც ფორვარდები, ხერარდ მორენო და აიოზე პერესი ტრავმირებული ყავს და ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში უნდა მიიღოს მონაწილეობა. "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შეთავაზება უკვა გზამდებული და ლიონისთვის გადაგზავნილი აქვს, ასევე ინტერესს ინგლისური პრემიერ ლიგის ბინადარი ბრენტფორდიც გამოხატავს.

ახალი სეზონი გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გახსნის მატჩში ლანსთან გატანილი გამარჯვების გოლით დაიწყო. ლიონმა საწყისი ორივე მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგო და გათამაშებას ლიდერობს.

სხვა სტატიები