Belive

ლიონის მწვრთნელი: "მიქაუტაძემ ჯანმრთელობის გამო გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ევროპულ მედიაში გიორგი მიქაუტაძის შესახებ გავრცელებული ცნობის შესახებ, რომ მან "ლიონის" ვარჯიში გამოტოვა. საუბარია იმის შესახებ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა "ლილთან" მატჩი შეიძლება გამოტოვოს.

ახლა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარს აკეთებს.

"მაჰამადუ დიარა და ერნესტ ნუამა "ლილთან" მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ასევე, ჯერ უცნობია გიორგი მიქაუტაძის შესახებაც, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს და გასული 2 ვარჯიში გამოტოვა", - ამბობს "ლიონის" მთავარი მწვრთნელი.

გიორგი მიქაუტაძის გუნდს ლიგა 1-ში 14 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 3-ქულიანია. "ლილთან" სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრა 2 ნოემბერს შედგება. ქართველმა ფეხბურთელმა "ლიონის" მთავარ გუნდში სადებიუტო გოლები "ოსერთან" მატჩში გაიტანა.

სხვა სტატიები