Belive

"ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის გუნდის მთავარი აქტივია" - მედიაში ზურიკო დავითაშვილზე საუბრობენ

11 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

mediasportif საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. მედიაში ქართველი ფეხბურთელის ლიდერის როლზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მწვანეების ლიგა 1-ში დაბრუნებისკენ მიმავალ გზაზე დავითაშვილი გუნდის მთავარი საიდუმლო იარაღია.

"სენტ-ეტიენი ზედიზედ ექვსი მატჩის წაუგებლად ჩატარების შემდეგ ლიგა 2-ში მეორე ადგილს ინარჩუნებს. სენტ-ეტიენის ამჟამინდელი მუხტი სეზონის დასკვნით ნაწილში ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენს.

ამ წარმატების ცენტრში ზურიკო დავითაშვილია, რომელიც გუნდის შეტევის შეუცვლელ და მამოძრავებელ ძალად იქცა.

ქართველმა ფეხბურთელმა თებერვალში გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა. 25 წლის თავდამსხმელი თავის აღმავლობას გადამწყვეტი მოქმედებებითა და კვირიდან კვირამდე შთამბეჭდავი დონის თამაშით ადასტურებს.

ზურიკო დავითაშვილმა თავისი შესანიშნავი თამაში მარტშიც გააგრძელა და რედ სტარის პირისპირ 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო, გუნდმა კი 2:0 იმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელის ასეთი შედეგიანი თამაში ფილიპ მონტაინის გუნდისთვის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების გზაზე მთავარი აქტივია", - წერს mediasportif.

ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში სენტ-ეტიენის შემადგენლობაში 24 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, უშუალოდ ლიგა 1-ში კი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები