Belive

საქართველოს ნაკრების მატჩს ესპანეთთან ლიეტუველი არბიტრები განსჯიან

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს სტუმრად შეხვდება.

მატჩს ლიეტუველ მსაჯთა გუნდი უხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი მანფრედას ლუკიანჩუკასი, გვერდითი მსაჯები მანგირდას მირაუსკასი და ვიტნეის კაზლაუსკასი იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი დონატას რუსმასი იქნება.

ვიდეო ასისტენტ რეფერი პორტუგალიელი ტიაგო მარტინსი იქნება, ხოლო მისი ასისტენტი, ლიეტუველი დონატას სიმენასი.

მანფრედას ლუკიანჩუკასი 33 წლის მსაჯია, რომელიც 2017 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრის წოდებას ფლობს და შარშანწინდელი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებსაც მსაჯობს.

საქართველოს ნაკრები ესპანეთს 11 ოქტომბერს, ელჩეში უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები