ლევანტემ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერიდან პირველი ბონუსი მიიღო
ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგში შემდგარი ტრანსფერის შემდეგ ლევანტემ პირველი ბონუსი მიიღო, რომელიც 500 000 ევროს უტოლდება, ინფორმაციას One Football აქვეყნებს. სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა, ამის გამო მათ აღნიშნული ბონუსის გადახდა მოუწიათ, რადგან გიორგის ტრანსფერის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ეს გახლდათ.
სპორტინგს გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი 7.5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ ესპანური კლუბი მომავალი ტრანსფერების 15%-იან წილს მიიღებს.
პორტუგალიური კლუბი 2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გიორგი ქოჩორაშვილი კი გუნდს ახალი სეზონის დაწყებამდე შეუერთდება.
ლევანტე ამ დროისთვის ლა ლიგა 2-ის ცხრილს 73 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსან ელჩეს 71 ქულა აქვს, ესპანეთის უმაღლეს ჩემპიონატში გადასვლა კი მხოლოდ 2 გუნდს შეუძლია, სრულად ცხრილი ასე გამოიყურება:

გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა