Belive

ლევან მჭედლიძე იტალიაში მიემგზავრება: გოგლიჩიძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები იწყება

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი, ლევან მჭედლიძე, რომელიც ამჟამად საბა გოგლიჩიძის მენეჯერია, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებისთვის იტალიაში გაემგზავრა.

უახლესი თვეების განმავლობაში, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ რამდენიმე გრანდის ინტერესზე, ახლა კი, როგორც ჩანს საქმე წინ მიიწევს და მოლაპარაკებები იწყება.

ლევან მჭედლიძე იტალიაში ტურინის "იუვენტუსს", "მილანს", "ატალანტას" და "რომას" შეხვდება.

საბა გოგლიჩიძე 2024 წლის ზამთარში "ემპოლიმ" ქუთაისის "ტორპედოდან 500 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რის მერეც მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა.

სხვა სტატიები