Belive

ლევან მაისაშვილი: “თუ გვინდა მოვუგოთ დიდ გუნდებს, უნდა ვიყოთ დიდი გუნდი”

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის მეორე ტესტ მატჩში ამერიკის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 22:7 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა

ვფიქრობ ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა და ანალიზისთვის კარგი მატჩი გამოდგა. მიზანს მივაღწიეთ, მატჩი მოვიგეთ, თუმცა სხვა ნიუანსები ვერ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ რაც კარგია. ვერ ვიტყვით, რომ ამერიკამ ისეთი პრობლემები შეგვიქმნა რომელზეც პასუხი არ გვქონდა, უფრო შეტევაში ჩვენი შეცდომების გამო გაგვიჭირდა. ყოველთვის არ გამოდის ისეთი თამაში როგორიც რუმინეთთან იყო, თუმცა პოზიტივია ის, რომ მათი მოლი ყოველ ჯერზე გავაჩერეთ, პოზიტიური იყო გიგაშვილის და ნინიაშვილის დაბრუნება. გვსურდა ისევე გვეთამაშა როგორც რუმინეთთან, მაგრამ არ გამოვიდა. თუ გვინდა მოვუგოთ დიდ გუნდებს, უნდა ვიყოთ დიდი გუნდი.

დიდი ალბათობით საღინაძე და გორგაძე არ გვეყოლებიან შოტლანდიასთან, ასევე ჭყოიძეც. ავსტრალიასთან მატჩისთვის ყველა მზად იქნება.

რაც შეეხება მსოფლიო რაგბის დააანონსებულ ტურნირს, ვფიქრობ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც შეგვიძლია კითხვები გავაჩინოთ ამ ტურნირთან მიმართებით, დრო გვაქვს, და ვეცდებით ყველგან შევაჯანჯღაროთ მათი ეს პოლიტიკა. როცა ჩვენ შეგვიძლია თანაბრად ვეთამაშოთ ტიერ-1-ის წარმომადგენელ გუნდ მათი ეს გადაწყვეტილება ცოტა გაუგებარია. დღეს სხვა გამოწვევებია და მეტი მაღალი დონის თამაში გვჭირდება. - განაცხადა ლევან მაისაშვილმა

მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო მოსამზადებელ მატჩს საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს, ედინბურგში, შოტლანდიასთან გამართავს.