Belive

ლევან მაისაშვილი: "ეს ფრე წაგების ტოლფასია"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რიგით მეორე შეხვედრა ჩაატარა, სადაც მეტოქედ პორტუგალიის ნაკრები გვყავდა წარმოდგენილი. 

მატჩის პირველი ნახევარი ქართველების 8-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, თუმცა საბოლოო ჯამში შეხვედრა ფრედ, ანგარიშით - 18:18 დასრულდა. 

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა. 

ჩვენ შეგვეძლო, რომ პირველ ტაიმში გაცილებით მეტი ლელო დაგვედო ვიდრე ერთი, თუმცა ფაქტია რომ ვერ შევძელით.

ეს ფრე ვინმესთვის თუ ფრეა, ჩვენთვის წაგების ტოლფასია! - ლევან მაისაშვილი

2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 2 ქულა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ წინ კიდევ 2 მატჩია, სადაც "ბორჯღალოსნები" ჯერ ფიჯის, შემდეგ კი უელსს დაუპირისპირდებიან. 

სხვა სტატიები