ლევან კუტალიას საგოლე პასი და წითელი ბარათი კონფერენს ლიგაზე
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, სომხურმა "ალაშკერტმა" "დებრეცენი" სტუმრად, ძირითად დროში ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში ფრე - 2:2 დაფიქსირდა. დამატებითი ტაიმები ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უნგრელებმა - 3:1 იმარჯვეს.
სომხური კლუბის შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია, 67-ზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 87-ე წუთზე მოედნის ცენტრში უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
ლევან კუტალია სომხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ეს მისთვის მეოთხე მატჩი და პირველი საგოლე პასი იყო.