Belive

ლევან კორღალიძე: "მობრძანდით სტადიონზე და გპირდებით, ჩვენგან ძალების მაქსიმალურ გაღებას ნახავთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იბერია 1999-ის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე, უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მალმიოსთან მატჩის წინ, პრესკონფერენციას მართავს.

"ძალიან კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი პერიოდით. მე, როგორც მწვრთნელი შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრი ახალი რამ გამოვცადეთ.

ახალი ფეხბურთელების მიერ გუნდში თავის წარმოჩენით კმაყოფილი ვარ. სელექციით ყოველთვის კმაყოფილი მწვრთნელი ვერასდროს იქნება, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში, ლეგიონერები გუნდთან საკმაოდ კარგად ადაპტირდნენ.

ივა გელაშვილი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს, 3 თვის შემდეგ რა იქნება არ ვიცით, მაგრამ ახლა ასეა.

სუპერ თასზე წაგებული მატჩები რა თქმა უნდა საწყენია, მაგრამ ცალი თვალით უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისკენ ვიყურებოდით და ამ მატჩების საერთაშორისო შეხვედრებისთვის გამოყენება შეგვიძლია.

საშინაო კედლებში თამაში ყოველთვის გარკვეული უპირატესობააა. დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრების და მინდა მათ თხოვნით მივმართო, რომ სტადიონზე მობრძანდნენ და გპირდებით, რასაც ჩვენი მხრიდან ელოდებით, ნახავთ: ძალების მაქსიმალურ გაღებას წარმატებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს რამდენიმე მცველი ტრავმირებული ჰყავს, შემადგენლობის გაძლიერების დიდი რესურსი ნამდვილად აქვს.

მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და ვცდილობთ, რომ ის გარკვეული სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ძალიან მობილური გუნდია, სისტემის ცვალებადობა თამაშის მსვლელობის დროს მეტყველებს იმაზე, რომ შეკრული გუნდია და დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე თამაშის გამოცდეილება და ა.შ. იმედი მაქვს, წლავენადელი წელი მათთვის გამონაკლისი იქნება და შემდეგ ეტაპზე ჩვენ ვითამაშებთ", - ამბობს ლევან კოღალიძე.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი შვედეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს 8 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.

სხვა სტატიები