ლეგენდების მატჩი თბილისში: რა თქვეს გუნდების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე?
21 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩი გაიმართება.
მატის წინ, გუნდებმა საერთო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს ნაკრების მხრიდან, კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა და გუნდის მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ხოლო იტალიური გრანდის მხრიდან რიკარდო კაკამ, კლარენს ზეედორფმა და იბრაჰიმა ბამ ისაუბრეს.
ლევან კობიაშვილი
"იმედი გვაქვს, გულშემატკივრები ქართველი და "მილანის" ლეგენდების მატჩით ისიამოვნებენ. კახა კალაძის "მილანში" წარმატებულმა თამაშმა, ამ გუნდს საქართველოში უამრავი ქომაგი შესძინა და ისინი თავისი საყვარელი ფეხბურთელების თამაშს თბილისში იხილავენ. მინდა ჩვენს სტუმრებს აქ ჩამოსვლისთვის, პარტნიორებსა და მარდამჭერებს, ასეთი კარგი მატჩის ორგანიზებაში დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საზეიმო გარემო იქნება და დარწმუნებული ვარ, მატჩითაც ვისიამოვნებთ".
კახა კალაძე
"მინდა ჩემს მეგობრებს ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და მის ულამაზეს დედაქალაქში ჩამოსვლის გამო მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, საზეიმო საღამო გველოდება. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ 10 წლის განმავლობაში, იმ გუნდის ნაწილი გახლდით, რომელმაც უამრავ წარმატებას მიაღწია და ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.
უამრავი ადამიანი ღამეებს ათენებდა და სხავდასხვა საშუალებით ცდილობდნენ, რომ მატჩების ხილვა შესძლებოდათ, მინდა, გულშემატკივრებს წარსულში "მილანის" ასეთი გულშემატკივრობის გამო მადლობა გადავუხადო".
კლარენს ზეედორფი
"მიხარია, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლის შესაძლებლობა მომეცა. წლების განმავვლობაში როცა ამ ადამიანების გვერდით თამაშობ, ისინი უფრო მეტი ხდებიან, ვიდრე უბრალოდ კოლეგები და თანაგუნდელები. შევეცდები, რომ თამაშისგან სიამოვნებას მივიღო და იგივე იგრძნოს სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა.
კახა კალაძე "მილანისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ, როცა ის მოედანზე გახლდათ, ყოველთვის იმედიანად ვიყავით.
საქართველოს ნაკრების შესახებ კახა კალაძეს ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მათ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს და ეს კონკურენტუნაირანი, ძლიერი გუნდია, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მომავალში კიდევ უფრო წარმატებული ნაკრები გახდეს".
რიკარდო კაკა
"საქართველოში პირველად ვარ და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით "მილანის" ქომაგებს ყველგან ხვდები. ამ მატჩში მონაწილეობის მიღება, ძველი დროის გახსენება, იმის ნახვა, თუ როგორ ფორმაში არიან ჩემი ყოფილი თანაგუნდელები. ასე რომ, ამ მატჩს სიამოვნებით ველოდები.
"სან პაულოში", სადაც კარიერა დავიწყე, ბრაზილიელ და არგენტინელ ფებხურთელებთან ერთად ვთამაშობდი, "მილანში" გადასვლის შემდეგ კი მთელი მსოფლიოდან განსხვავებული ეროვნების საუკეთესო მოთამაშეებს შევხვდი. ეს განვითარებაში მე როგორც ფეხბურთელს ძალიან დამეხმარა. კახა კალაძემ ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. "მილანის" დაცვა იმ დროს მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ და ისინი ძალიან დამეხმარნენ.
საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი თაობა ჰყავს, მაღალი დონის ჩემპიონატებსა და გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები და მათ სამომავლოდ დიდი პერსპექტივა აქვთ. საქართველოს ნაკრები მომავალში კიდევ უფრო კარგი გუნდი გახდება"
იბრაჰიმ ბა
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებაა, მაგრამ ჩვენ "მილანი" ვართ და მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ, ასე იქნება დღესაც".
თემურ ქეცბაია
"ძალიან სასიხარულოა, რომ მედიის ინეტრესი დღევანდელი მატჩის მისაამრთით დიდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში ნამდვილი ბუმია. ეს ყველაფერი, საქართველოს ნაკრების დამსახურებაა, მათი წარმატებული თამაშის ევროპის ჩემპიონატსა და ერთა ლიგაზე.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდი საქართველოში ჩამოდის. ამისთვის მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქალაქ თბილისის მერიას.
1 კვირის წინ, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობდა დავტოვე, მაგრამ უკვე მყავს ახალი გუნდი... ბევრი არ მიფიქრია და ამ შემოთავაზებას მალევე დავთანხმდი...
საქართველოში მილანს, კახა კალაძის დამსახურებით ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. იმედი მაქვს, ამ ვარსკვლავების აქ ჩამოსვლით და საქართველოს ნაკრების ლეგენდების შეკრებით, ქომაგი სიამოვნებას მიიღებს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მორიგ სასიამოვნო საღამოს ვიხილავთ".
საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.