ლაშა ყიზილაშვილი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ), რეპეშაჟში ბრიტანელი ევან მოლოი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი შეხვედრის მოგება აშორებს. გადამწყვეტ დაპირისპირებაში მისი მეტოქე უზბეკი დავურხონ კარომატოვი იქნება. ფინალური ბლოკი 17:30 წუთზე დაიწყება.
მძიმე წონაში ფინალშია რევაზ ჩიკოიძე, რომელიც ოქროს მედლისთვის თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასს შეეჯიბრება.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.