Belive

ისტორიული შედეგი | პარალიმპიელებმა 9 მედალი მოიპოვეს

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ბოლო დღეს კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა და მედალი მანაც მოიპოვა. პარაწოლჭიმში, აკაკი ჯინჭარაძე მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პარიზიდან 9 მედალი მოაქვს, რაც ისტორიული შედეგია ჩვენი პარასპორტისთვის. ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.

მთლიანობაში, ქართველებმა სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზეს.

სხვა სტატიები