ლაშა ჯაიანი: "გვირჩევნია მოედანზე მოვკვდეთ, ვიდრე რუსეთთან წავაგოთ..."
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"რუსეთთან თამაშს ორივე ნაკრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს ოფიციალურად ვინაღდებთ, რუსები კი დამარცხების შემთხვევაში ურთულეს მდგომარეობაში ვარდებიან და მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ გადიან. ვიცით, რომ მეტოქე მომზადებული შეხვდება ამ მატჩს და მარტივი თამაში არ გამოვა. რუსეთთან ჩვენს დაპირისპირებას ყოველთვის თან ახლავს ემოციური ფონი, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და ემოციები უნდა მოვთოკოთ, რადგან პირველ რიგში, ქართველი ხალხი გავახაროთ. ყველა მატჩი ბრძოლაა, რუსეთის წინააღმდეგ კი განსაკუთრებით და ჩვენ გვირჩევნია მოედანზე მოვკვდეთ, ვიდრე რუსეთთან წავაგოთ".საქართველოსა და რუსეთის მატჩი 27 თებერვალს, დინამო არენაზე გაიმართება.