ლაშა გურული ევროპული თამაშების ფინალშია
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5 კგ) ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა მოკრივემ ნახევარფინალში უნგრელი - რიჩარდ კოვაჩი დაამარცხა, ფინალში კი მისი მეტოქე, ფრანგი - სოფიანე ოუჰიმა იქნება. ფინალური შეხვედრა პირველ ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურულმა უკვე ევროპულ თამაშებზე ნახევარფინალში გასვლით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოიპოვა.