ლაშა ბექაური: "ქართული გენი არასდროს დაიკარგება, ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
დღევანდელი დღე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ლაშა ბექაურმა ფინალში სანშირო მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ლაშა ბექაურმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი მეორედ შევძელი. მადლობა ყველას, მადლობა სრულიად საქართველოს.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი.
ეს ისტორიული მედალი მარტო ჩემი არ არის, ეს ყველაფერი არის საქართველოსი, მიყვარხართ და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის." - ლაშა ბექაური
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ლაშა ბექაური ქართული სპორტისა და ძიუდოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. კერძოდ - ბექაური საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მოგება.