Belive

კვიპროსული მედია: "ფედერაცია პასუხისმგებლობის ქეცბიასთვის დაკისრებას არ აპირებს"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კვიპროსული მედია მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგების და ქართველი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას შესახებ საუბრობს.

"კვიპროსის ნაკრები ტრაგიკულ კურსს ადგას და ეს ნამდვილად შემაშფოთებელია, მაგრამ მწვრთნელის შეცვლის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ არის.

ახლა ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ჩაამთავროს და შემდეგ, ერთა ლიგის პლეი-აუტისკენ გადაერთოს, რათა გიბრალტარს აჯობოს და ერთა ლიგის C დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.

ცხადია, მარტივი დრო თემურ ქეცბაიასაც არ უდგას, მაგრამ ფედერაციის აზრით, მასზე პასუხისმგებლობის დაკისრების დრო ჯერჯერობით არ არის. ქართველი მწვრთნელის კონტრაქტი ფედერაციასთან 2025 წლის ნოემბრამდეა, ანუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე. ძალაში დარჩება თუ არა ეს კონტრაქტი, ამას დრო გვაჩვენებს. ქეცბაიას შემოსავალი წელიწადში თითქმის 200 000 ევროს უახლოვდება, რაც ძალიან ახლოსაა ნაკრების მწვრთნელისთვის კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულ სახელფასო ჭერთან", - წერს კვიპროსული მედია საშუალება goal.philenews.com-ი.

თემურ ქეცბაიას გუნდს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 7-დან 7 მარცხი, 2 გატანილი და 25 გაშვებული გოლი აქვს და ბოლო, მეხუთე პოზიცია უკავია - უახლოეს მდევარ საქართველოს ნაკრებთან ჩამორჩენა კი 7 ქულაა.

სხვა სტატიები