Belive

"კვარასთვის ეს ნაცნობი სქემაა" - როგორი იქნება მაცარის ტაქტიკური მონახაზი ნაპოლიში?

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური La Repubblica-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას ახალ როლში ვიხილავთ. უფრო მეტიც, მთლიანად გუნდი ახალ სათამაშო სქემას მიიღებს, რომლის შემოქმედიც გუნდში ახლახან დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარია.

"ვალტერ მაცარი აპირებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავისი პროექტის ცენტრში დააყენოს, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში ხდება და ეს კვარასთვის ნაცნობია. ნაკრებმა თავისი ვარსკვლავის რესურსი ბოლო მატჩებში ახალ ამპლუაში შესანიშნავად გამოიყენა - კვარა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეა.

ეს ტაქტიკური მონახაზი მისთვის უცხო არ არის და ნაკრებში გასულ შეკრებაზე 3 გოლიდან 2 ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან გაიტანა.

ეს სიახლე "ნაპოლის" სერია A-ს უახლოეს მატჩში "ატალანტასთან" წარმატების მისაღწევად შეიძლება დაეხმაროს", - წერს იტალიური მედია საშუალება.

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრას "ნაპოლი" "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები