Belive

"კურთხევის სეზონი ექნება" - რას ელის ევროპული მედია კვარაცხელიასგან ახალ სეზონში?

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევროპული მედია 2023/24 წლების სეზონისთვის საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პროგნოზს აკეთებს და წერს, რომ ეს მისთვის შესაძლოა ე.წ. კურთხევის სეზონი გამოვიდეს.

ესპანური fichajes.com ნეაპოლელთა 77-ე ნომრის შესახებ სტატიას შემდეგი სათაურით აქვეყნებს: "ხვიჩა კვარაცხელიას კურთხევის სეზონი".

"ნაპოლის" შემადგენლობაში ის პრაქტიკულად უცნობი ფეხბურთელის სტატუსით მივიდა, მაგრამ სეზონის ბოლოს, ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი აღმოჩნდა. ქართველი "პართენოპეისთვის" ლორენცო ინსინიეს შეცვლის მისიით მივიდა და ეს "კვარადონამ" მომხიბვლელად გააკეთა. მას ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირვებია, რადგან გოლებითა და საგოლე პასებით, იტალიის სერია A-ს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ბიჭმა თბილისიდან 43 მატჩში 14 გოლი და 14 საგოლე პასი მოაგროვა, სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე და უეფას ჩემპიონთა ლიგის რჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

"ნაპოლიში" გასატარებელ მეორე სეზონში, კვარაცხელიას ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით ნაჩვენები მაღალი დონის ფეხბურთის შენარჩუნება მოუწევს. ახლა, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით მისი ვიქტორ ოსიმენთან კარგი კავშირი იქნება გასაღები იტალიის ჩემპიონობის ზედიზედ მეორედ მოგების ოცნებისკენ მიმავალ გზაზე", - წერს fichajes.com-ი.

იტალიის მოქმედი ჩემპიონები 2023/24 წლების სერია A-ს სეზონს, 19 აგვისტოს, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" სტუმრად გასამართი მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები