Belive

"კომპანის მამარდაშვილი დიდი ხანია მოსწონს" - ბაიერნში ტრანსფერი ისევ აქტუალურია

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი, რომლის დამატების სურვილიც ბევრ გუნდს ექნება, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იქნება.

23 წლის ქართველი მეკარე ევროპის ელიტარული გუნდების ინტერესთა სფეროს წარმოადგენს და მისი დამატების მცდელობა არაერთ მათგანს აქვს. გარდა პრემიერ ლიგის წარმომდგენელი გრანდებისა, გასული წლის ზაფხულში, აქტიურად ჟღერდა მიუნხენის "ბაიერნის" სახელიც. ამ თემასთან დაკავშირებით, შემდეგ, Geo Team-თან ინტერვიუში ლა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავარიულ გრანდში მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი გახლდათ.

ამჟამად, ესპანური მედია საშუალება eldesmarque საუბრობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ახლახანს დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ვენსან კომპანის ქართველის მიმართ ინტერესი "ბარნლიში" მუშაობის დროსაც ჰქონდა და ტრანსფერზე ახლაც იფიქრებს. საუბარია იმაზე, რომ გიორგი მამარდაშვილი "ბაიერნისთვის" მომავლის პროექტის ნაწილი და ათწლეულის განმავლობაში მთავარი მეკარე გახდება.

23 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, 36 მატჩში 39 გოლი გაუშვა, 21 შეხვედრის გარდა ყველაში კი კარის უსაფრთხოება მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები