Belive

კიდევ ერთი ლეგიონერი - ტორპედომ ჰოფენჰაიმის და პალმეირასის ყოფილი შემტევი დაიმატა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის მესამეადგილოსანი გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას აგრძელებს.

ქუთაისელებმა მორიგი ტრანსფერი განახორციელეს და კიდევ ერთი ლეგიონერი, თანაც მორიგი ბრაზილიელი დაიმატეს. კონკრეტულად, "ტორპედომ" 28 წლის ბრაზილიელი მარცხენა ფლანგის გარემარბი, ფელიპე პირესი დაიმატა.

სან პაულოში დაბადებულ ფეხბურთელს, ბრაზილიურ "რედ ბულში", "ხუვენტუდში", "პალმეირასსა" და "ფორტალეზაში", ავსტრიულ "ზალცბურგსა" და ვენის "აუსტრიაში" გერმანულ "ლაიფციგის" 19-წლამდელთა გუნდში, "ჰოფენჰაიმში", "ფრანკფურტში", ხორვატულ "რიეკაში", პორტუგალიურ "მორეირენსეში", ნიდერლანდურ "დენ ჰააგში", ბერძნულ "ვოლოსსა" და უკრაინულ "დნიპროში" უთამაშია.

"ტორპედოს" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი უკვე საქართველოშია, გუნდს თურქული შეკრების შემდეგ შეუერთდა და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის მერეც მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმდება.

ფელიპე პირესს კარიერის განმავლობაში ორჯერ ავსტრიის ჩემპიონობა და ერთხელ ამ ქვეყნის თასი, ასევე 2019/20 წლების სეზონის ხორვატიის თასი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები